პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით გასცემთ თანხმობას, რათა კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია (cv), თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დაწყების მიზნით. ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 (ორი) წლის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:  L.berishvili@gaguaclinic.ge , info@gaguaclinic.ge 

ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (cv) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შპს „Self HR“ საშუალებით, კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.